LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკრონი: სტატუსზე მოლდოვას უკრაინისგან ვერ გამოვყოფთ, საქართველო გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზე მდებარეობს

90
ყტუე56

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოლდოვაში ვიზიტისას განაცხადა, რომ მას სურს ევროკავშირმა „მკაფიო და პოზიტიური სიგნალი“ გაუგზავნოს უკრაინასა და მოლდოვას, მომავალ კვირაში გადაწყვეტილების მიღებამდე – მიენიჭოთ თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ამის შესახებ ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მაკრონმა განაცხადა, რომ საქართველო „გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზე მდებარეობს“.

“პირადად მე მკაფიო და პოზიტიური სიგნალის გაგზავნა მსურს, მაგრამ ევროკავშირის წევრებს შორის ერთიანობას უნდა მივაღწიოთ. ვერ გამოვყოფთ უკრაინისგან მოლდოვას იმ პერსპექტივაში, რომელსაც ვაძლევთ.

კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ის, რაც ევროკავშირს მართებს რეგიონის მიმართ. საქართველო ასევე მაგიდაზე იქნება, როგორც პოტენციური კანდიდატი, მაგრამ გეოპოლიტიკურად სხვა ადგილას”, – ამბობს ემანუელ მაკრონი.

შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი უკრაინაში დღეს ჩავიდნენ. მათ პოლონეთიდან კიევამდე მატარებლით იმგზავრეს.

სამი ქვეყნის ლიდერები დღეს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.

რა განცხადებები გააკეთეს კიევში ჩასულმა მაკრონმა და შოლცმა: მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, სანამ საჭირო იქნება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g