მალავის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა, 83 ათასზე მეტი ადამიანი კი ევაკუირებულია. ქვეყანაში სტიქიას უკვე ერთი კვირაა, ებრძვიან.
ადიდებულმა მდინარეებმა დატბორა სოფლები. ზოგიერთი დასახლება ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.
სტიქიამ ასევე დააზარალა მალავის მეზობელი მოზამბიკი. ამჟამად ორივე ქვეყანა ახალი ტროპიკული ციკლონისთვის ემზადება.