აბუ-დაბის ახალ სამუზეუმო კომპლექსში 55 მცირე ზომის შენობა გაერთიანდება, სადაც 12 თანამედროვე გალერეა, კაფეები და რესტორნები, მაღაზიები და კვლევითი ცენტრი მოეწყობა. ხელოვნების ნიმუშებს და ისტორიულ რელიკვიას მუზეუმში საფრანგეთის 13 ინსტიტუტიდან ჩამოიტანენ.
არქიტექტურული ანსამბლი, რომლის ავტორობა ფრანგ დიზაინერს ჟანუ ნუველიუს ეკუთვნის, აბსოლუტურად ეწერება გარემოს ლანდშაფტში და ერთგვარად ასრულებს ზღვისა და წყლის არხების პეიზაჟს.
ახალ ლუვრად წოდებული მუზეუმის მშენებლობა ძალიან მალე დასრულდება და აბუ-დაბის კუნძულ საადიატის კულტურული რაიონის ნაწილად იქცევა, სადაც უკვე დიდი ხანია საკმაოდ წარმატებულად ფუნქციონირებს არაბეთის გაერთიანებული ემირატების ეროვნული მუზეუმი და გუგენჰაიმის მუზეუმის ფილიალი.