LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალე Chevrolet საქართველოში სამოდელო რიგს გაამრავალფეროვნებს

504
Chevrolet

საქართველოში შევროლეს ოფიციალურ ცენტრში, რომელიც ცოტა ხნის წინ აღმაშენებლის ხეივნის 188 ნომერში გაიხსნა, წარმოდგენილია სამოდელო რიგში ერთ-ერთი ყველაზე მაღალგაყიდვადი და პოპულარული კომპაქტური ზომის ქროსოვერი tracker, დახვეწილი სედანი Onix და ბიუჯეტური Cobalt.

შოურუმის ერთ-ერთი პოპულარული მოდელი Chevrolet TRACKER გამოირჩევა თანამედროვე ტექნოლოგიებით, დიზაინით და ბიუჯეტურობით. ავტომობილს აქვს ისეთი საინტერესო ფუნქციები, როგორებიცაა: ნახევრად ავტომატური პარკირება, აღმართზე ასვლის დამხმარე სისტემა, მანძილის მაკონტროლებელი პარკინგ სენსორები, უსადენო დამტენი, სავარძლების გათბობა და ა.შ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შევროლეს ცენტრი მომხმარებლებს მაქსიმალურად მათზე მორგებულ პირობებს სთავაზობს. მომხმარებელს, რომელიც ავტომობილის შეცვლაზე ფიქრობს, შეუძლია ისარგებლოს Trade In პირობით. მის მიერ ჩაბარებული მანქანა შეიძლება იყოს არა მარტო შევროლეს მარკის, არამედ ნებისმიერი სხვა ბრენდის ავტომობილი, რომელიც საბაზრო ღირებულების მიხედვით შეფასდება და ჩაითვლება როგორც თანამონაწილეობა.

მიმდინარე წლის დეკემბერში კომპანია Chevrolet სამოდელო რიგს კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის შემდეგი მოდელებით: Captiva, Equinox, Traverse და ძალიან მოთხოვნადი Tahoe.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g