LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მალე დედა შვილი ერთმანეთს ნახავს…“ – რა ინფორმაციას ავრცელებს ხატია ხოსროშვილი დონარა გვრიტიშვილისა და მისი შვილის შესახებ

546
დონარა გვრიტიშვილი

„არაჩვეულებრივი ხალხი ხართ მოჰყვა რეაგირება შესაბამისი სტრუქტურებიდან. მალე დედა შვილი ერთმანეთს ნახავს“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დონარა გვრიტიშვილის ქალიშვილი, ხატია ხოსროშვილი წერს.

მანამდე კი სოციალურ ქსელში ხატია ხოსროშვილმა ემოციური მიმართვა გაავრცელა, რომელიც ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობის, დონარა გვრიტიშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობას და მის უკანასკნელ სურვილს ეხებოდა.

„მისი ერთადერთი სურვილი და ძალა, რაც დღემდე აცოცხლებს, არის ბოლო შეხვედრა შვილთან — გიორგი ხოსროშვილთან, რომელიც უკვე მხოლოდ რამდენიმე კვირაში ასრულებს სასჯელს“ – ხატია ხოსროშვილი

სოციალურ ქსელში ხატია ხოსროშვილის ემოციური მიმართვა ვრცელდება, რომელიც ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობის — დონარა გვრიტიშვილის მძიმე მდგომარეობას და მის უკანასკნელ სურვილს ეხება.

როგორც ხატია ხოსროშვილი წერდა, დონარა გვრიტიშვილს, რომელსაც მისი თქმით, ახლა სიცოცხლის ბოლო დღეები აქვს დარჩენილი, მისი ერთადერთი თხოვნაა, შეხვდეს შვილს, გიორგი ხოსროშვილს, რომელიც სასჯელს იხდის და მისი გათავისუფლება რამდენიმე კვირაშია, 5 ნოემბერს.

„არაჩვეულებრივი ხალხი ხართ მოჰყვა რეაგირება შესაბამისი სტრუქტურებიდან. მალე დედა შვილი ერთმანეთს ნახავს. დეტალებს და მადლობას მოგვიანებით დავწერ“, – წერს ხატია ხოსროშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გუშინ სოციალურ ქსელში ხატია ხოსროშვილის ემოციური მიმართვა ვრცელდება, რომელიც ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობის — დონარა გვრიტიშვილის მძიმე მდგომარეობას და მის უკანასკნელ სურვილს ეხება. როგორც ხატია ხოსროშვილი წერს, დონარა გვრიტიშვილს ახლა სიცოცხლის ბოლო დღეები აქვს დარჩენილი. მისი ერთადერთი თხოვნაა – შეხვდეს შვილს, გიორგი ხოსროშვილს, რომელიც სასჯელს იხდის და მისი გათავისუფლება რამდენიმე კვირაში, 5 ნოემბერს დაგეგმილი.

არაჩვეულებრივი ხალხი ხართ ❤️ მოჰყვა რეაგირება შესაბამისი სტუქტურებიდან. მალე დედა შვილი ერთმანეთს ნახავს. დეტალებს და მადლობას მოგვიანებით დავწერ 🙏🏻 #donaragvritishvili

Posted by Khatia Khosroshvili on ოთხშაბათი, 22 ოქტომბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g