LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალე Facebook-ზე ატვირთულ მასალას მუსიკასაც დაურთავთ

71

Facebook-ი ახალ ფუნქციას ტესტავს. გამოცემის ინფორმაციით, ვიდეოს ან ფოტოს ატვირთვისას სოცქსელის მომხმარებელი გამოქვეყნებულ მასალას თან მუსიკასაც დაურთავს.

გამოცემა წერს, რომ თავდაპირველად სიახლე „სთორის“ უნდა დამატებოდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სერვისი ახალი ამბების კედელზეც (News Feeed) იქნება ხელმისაწვდომი.

ამ დროისთვის სიახლე სატესტო რეჟიმში მუშაობს და მხოლოდ მომხმარებელთა მცირე ნაწილისთვის არის ხელმისაწვდომი. იმის გათვალისწინებით, რომ სოცქსელი ახალ სერვისს გლობალური მასშტაბით ტესტავს, არ არის გამორიცხული სერვისზე წვდომა აშშ-ში მცხოვრებ ადამიანებზე ადრე სხვა ქვეყნებში მიიღონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g