LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალე ინტერნეტი British Airways-ის ყველა თვითმფრინავის ბორტზე იქნება ხელმისაწვდომი

127
British Airways

უმსხვილესი ბრიტანული ავიაკომპანია British Airways, 2025 წლის ბოლომდე, ეტაპობრივად, ინტერნეტს საკუთარ ყველა თვითმფრინავში გახდის ხელმისაწვდომს.

ამჟამად ინტერნეტით სარგებლობა ჰითროუსა და გეთვიკის აეროპორტებში ბაზირებული თვითმფრინავების გარკვეულ ნაწილშია შესაძლებელი და მგზავრებს Wi-Fi-ს საბაზისო ფუნქციების გამოსაყენებლად მცირე თანხის გადახდა უწევთ.

იმ მგზავრებს, რომლებიც ავიაკომპანიის ლოიალობის პროგრამაში არიან ჩართულები, სოციალური ქსელების მეშვეობით ტექსტური შეტყობინებების უფასოდ გაგზავნა შეუძლიათ, ფოტო-ვიდეო მასალის გაზიარების შესაძლებლობისთვის კი ფასიანი პაკეტის შეძენაა საჭირო.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრიდან British Airways აზიის ორი პოპულარული მიმართულებით, ბანგკოკისა და კუალა-ლუმპურისკენ პირდაპირ რეისებს აახლებს, რომლებიც ფრენების განრიგიდან კოვიდპანდემიის გამო მოიხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები