LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მალე მეტი საჩუქარი მოვა – უკრაინამ ბრიტანეთისგან ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები მიიღო“ – რეზნიკოვი

216
Untitled design (3)

უკრაინამ დიდი ბრიტანეთისგან მორიგი სამხედრო დახმარება მიიღო.

როგორც უკრაინის თავდაცვის ,მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, ქვეყანაში ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „ემ 270“-ის ახალი პარტია ჩავიდა.

რეზნიკოვი ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს და ბრიტანეთისთვის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის:

“გაერთიანებული სამეფო დაჰპირდა და შეასრულა!

მადლობა ბენ უოლესს და დიდი ბრიტანეთის ყველა მოქალაქეს! თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. ჩვენი არმია ოსტატურად გამოიყენებს ამ “შევსებას” ბრძოლის ველზე. მეტი საჩუქრები მალე იქნება“, – წერს რეზნიკოვი “ტვიტერში”.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g