LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალხაზ აბულაძე: „ქედს ვიხრი ჯანსაღი, გულწრფელი, გულანთებული, მართალი და შესაშურად მტკიცე ახალგაზრდების წინაშე, რომლებმაც თავისი სიმტკიცით, ჩვენი ერის კაცების მისწრაფებები და სურვილები აღასრულეს, მათი უკვდავება განამტკიცეს“

182
მალხაზ აბულაძე

თეატრისა და კინოს მსახიობი მალხაზ აბულაძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მსახიობი აცხადებს, რომ ქედს იხრის გულწრფელი და გულანთებული ახალგაზრდების წინაშე და ყველას, ვინც სამშობლოს თავისუფლებისთვის იბრძვის, გამარჯვებას უსურვებს.

„როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე, მე, მალხაზ აბულაძე, მთელი ჩემი არსით, ჩემი სიკეთით და ჩემი ცოდვებით, ქედს ვიხრი ამ ჯანსაღი, გულწრფელი, გულანთებული, მართალი და შესაშურად მტკიცე ახალგაზრდების წინაშე, რომლებმაც აღასრულეს უკვე თავისი სიმტკიცით, ჩვენი ერის კაცების მისწრაფებები და სურვილები. მათი უკვდავება განამტკიცეს.

მე არ შემიძლია, ვინმეს მოვუწოდო, ამის არანაირი უფლება არ მაქვს, მაგრამ ყველას, ვინც სამშობლოს თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის იბრძვის, გამძლეობას და გამარჯვებას ვუსურვებ.

კომუნისტური იდეოლოგია დაიბადა რუსეთში და მათთვისაა შექმნილი. თავისუფლება მეტი პასუხისმგებლობაა თითოეულ გადადგმულ ნაბიჯზე, რომლის თავზე აღებაც ყველას არ უნდა. ურჩევნიათ ბრძანებები შეასრულონ. ასე უფრო მარტივია. მხოლოდ ჭამა-სმა და… თავისუფლება რჩეულების ხვედრია“, – წერს მალხაზ აბულაძე სოციალურ ქსელში.

ლანა ღოღობერიძე: „შეგრძნება მაქვს, რომ თბილისი თან ცოცხალია, თან ბორგავს.. ყოველ წუთს რაღაცას ელოდები. მე პირადად ასე ვარ. ხან სასოწარკვეთას მივეცემი, მერე ისევ იმედი ჩამესახება“

როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე, მე, მალხაზ აბულაძე,მთელი ჩემი არსით,ჩემი სიკეთით და ჩემი ცოდვებით,ქედს ვიხრი ამ…

Posted by Malkhaz Abuladze on ორშაბათი, 09 დეკემბერი, 2024

არქიმანდრიტი დიონისე ახალგაზრდებზე: „რა აქვს არ მოსაწონი ამ თაობას, ჩვენსავით ფარისევლები რომ არ არიან? ბევრად უკეთესები არიან ისინი ჩვენზე“

„გავიფიცე! ჩემი ყველანაირი საქმიანობა ამჯერად შეჩერებულია… დამთავრდეს ტერორი! აღდგეს სამართალი! შეწყდეს ქუჩებში ხოცვა-ჟლეტა!“ – მსახიობი სოფო გორელაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს უერთდება

ფოტო სლაიდზე: ეზ გაბერი და ნიკოლოზ ურუშაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g