მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვაზე დაბარება უკავშირდება მის განცხადებას, რომ სუს-თან თავის აფეთქებას გეგმავდა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ.
პანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე 12:00 საათზე არის დაბარებული.
როგორც ცნობილია, მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე სისხლის სამართლის კოდექსის 18-323-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში არის დაბარებული. როგორც სუს-ში განმარტეს, საქმე ეხება 2018 წლის 31 მაისს, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ის შეფიცულებთან ერთად, სუს-თან მისვლას და თავის აფეთქებას გეგმავდა.