LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალტა ხანდაზმულთა ემოციურ მდგომარეობაზე იზრუნებს

124
564365

მალტაზე 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს ასაკის მატებასთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევაში დაეხმარებიან, მათ შორის მარტოობასთან და ოჯახის შემადგენლობის ცვლილებასთან შეგუებაშიც. ამისათვის ქვეყანაში უფასო ჯგუფური შეხვედრები დაიწყება და მათ გამოცდილი ფსიქოლოგები გაუძღვებიან. ინფორმაციას ამის შესახებ order of malta ავრცელებს.

შეხვედრები ოფლაინ გაიმართება, ეკლესიებში ან საზოგადოების თავშეყრის სხვა ადგილებში. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ინტერნეტ-საიტების და სერვისების გამოყენებაზე უარი თქვას, რამეთუ თანამედროვე ტექნოლოგიებს ყველა მალტელი როდი აღიარებს.
სპეციალისტების დახმარებით, ხანდაზმულები სიკვდილის შიშს თუ პენსიაზე გასვლის შედეგებს განიხილავენ. სეანსები კვირაში 7-ჯერ მაინც გაიმართება.

პანდემიის გამო ევროპაში ორჯერაა გაზრდილი იმ ადამიანების რიცხვი, ვინც თავს მარტოსულად გრძნობს, ევროკავშირმაც ამ პრობლემის მოგვარება გადაწყვიტა. ევროპულ სახელმწიფოებში უკვე გაჩნდა სხვადასხვა პროექტები, რომელთა მიზანიც გასაჭირში აღმოჩენილი ადამიანების დახმარებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g