LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა ანდრია ბედისწერაზე: „ნუ დაიჯერებ ბედისწერის, ბედს ქმნი შენ“

132
t33v2ru9syovd13

მამა ანდრიამ გამომწერის კითხვას უპასუხა ბედისწერის თემაზე და აღნიშნა, რომ ადამიანის იდენტობის შეცვლა შეუძლებელია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბედი განსაზღვრავს მის ცხოვრებას.

„ქრისტიანობაში, როგორც წმინდა გაბრიელ ქიქოძე ამბობს, ბედისწერა, რომელიც თვალდახუჭული დარბის და ადამიანებს ეჯახება, ცხოვრების განმსაზღვრელი არ არის,“ — განაცხადა სასულიერო პირმა.

მისი თქმით, ადამიანები, როდესაც ერთიან მასად იქცევიან, ხშირად მიდიან იმ გზით, რომელსაც საერთო საზოგადოება ირჩევს. „როგორც შექსპირი ამბობს, ადამიანთა ცხოვრებაში ქცევის და მოქცევის პერიოდებია, თუმცა ეს არ არის ბედისწერა, ეს არის მიმდინარეობა,“ — დასძინა მამა ანდრიამ.

სასულიერო პირი მორწმუნეებს მოუწოდებს, არ მიიღონ ცხოვრება წინასწარ განსაზღვრულად:
„თუ ადამიანს ბედის გწამს, ნიშნავს, რომ ყველა მოქმედება წინასწარ იყო განსაზღვრული. ნუ დაიჯერებ ბედის, ბედს ქმნი შენ. ღმერთმა წინასწარ იცის ყველაფერი, მაგრამ წინასწარ არ განსაზღვრავს.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g