LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა ათანასე 36 წლის ასაკში გარდაიცვალა – მას რვა შვილი დარჩა…

508

შაკო გორდულავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი ათანასე რუხაძე 36 წლის ასაკში გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რომ ის მძიმე დაავადებას ებრძოდა და სასწრაფოდ ესაჭიროებოდა მკურნალობა, რისი საშუალებაც არ ჰქონდა.

გთავაზობთ შაკო გორდულავას პოსტს:

„36 წლის ასაკში გარდაიცვალა ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი ათანასე რუხაძე.

მას რვა შვილი დარჩა… მამა ათანასე ღვიძლის დაავადებით იყო დასნეულებული და სამწუხაროდ, მისი პატრონი და მშველელი, ქართულ სივრცეში არავინ აღმოჩნდა. სამწუხაროდ, იგი მსხვერპლია ჩვენში არსებული გულქვაობისა, უმოწყალობისა, უპატრონობისა და მავანთაგან ოქრო-ვერცხლის მოყვარეობისა.

რვა ბავშვი დარჩა ობოლი და მიუსაფარი… ღმერთს არსად ეჩქარება. უფლის სამართალი ურმით დადის“.

მამა ათანასეს ღვიძლის გადანერგვა სჭირდებოდა. სოციალურ ქსელში მის დასახმარებლად პისტებიც ვრცელდებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, მღვდელმსახურისთვის ფინანსები ვერ შეგროვდა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g