თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში მცხოვრები მამა და მისი არასრულწლოვანი შვილები ტრაგიკულად დაიღუპნენ.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან გია ბურნაძე და მისი 11 და 13 წლის შვილები. არსებული ინფორმაციით, მამა-შვილს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ, ხოლო მათი ცხედრები გუშინ იპოვეს.
როგორც ირკვევა, ისინი სტუმრად იმყოფებოდნენ გარდაბნის რაიონის სოფელ ფოლადანთკარში, სადაც თევზაობის დროს ტბაში დაიხრჩვნენ. შემთხვევა სწორედ თევზაობისას მოხდა.
„ჩვენი სოფლის მცხოვრებლები არიან გარდაცვლილები. გია ბურნაძე თავის მეორე მეუღლის სოფელში იმყოფებოდა სტუმრად. როგორც შევიტყვეთ, მამა და შვილები სათევზაოდ ყოფილან წასულები. გუშინ გავიგეთ ეს ტრაგიკული ამბავი. გიას სამი შვილი ჰყავს – ორი მასთან ერთად იყო და, სამწუხაროდ, დაიღუპნენ. ვიზიარებთ ოჯახის დიდ მწუხარებას“, – განუცხადა სოფელ ხოდაშენის წარმომადგენელმა AMBEBI.GE-ს.
წყარო: AMBEBI.GE