LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა გაბრიელ კახელიშვილი სასტიკად სცემეს

221

ლანჩხუთის რაიონის აცანის ეკლესიის წინამძღვარი სასტიკად სცემეს. მამა გაბრიელ კახელიშვილი აცხადებს, რომ მას სამართალდამცველები გაუსწორდნენ. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

როგორც კურიერთან საუბრისას მღვდელი ყვება, ის ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს რა დროსაც ლანჩხუთში პოლიციამ გააჩერა. მისი თქმით მამაომ ავტომობილი ქართული ოცნების ოფისთან გააჩერა და სამართალდამცველებს ბოდიში მოუხადა. როგორც აცანის ეკლესიის წინამძღვარი ყვება, ამის შემდეგ პოლიციამ მას ხელბორკილები დაადო, მანქანაში ჩასვა სასტიკად სცემა.

ამ დროისთვის მამა გაბრიელ კახელიშვილი ოზურგეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.

mazda magti 5g