მამა გიორგი სხირტლაძე ჟურნალ „სარკესთან“ (16 ივლისის ნომერი) საუბრობს იმის შესახებ, რომ თუ ადამიანს საქმე არ აქვს, აუცილებლად უნდა გამოიჩინოს, რადგან უქმადმყოფობა არის გზა ნევროზისა და დეპრესიისკენ:
„თუ არ გაქვს საქმე, თუ არ ხარ დასაქმებული, უნდა იბრძოლო ამის წინააღმდეგ. უნდა დაიტვირთო, ილოცო, ისეთი რამ აკეთო, როგორმე წინსვლა გქონდეს, თორემ პასიურობა და ამ მდგომარეობისადმი შეგუება ადრე თუ გვიან ადამიანს მძიმე შედეგებამდე მიიყვანს. უქმადმყოფობის გამო ბევრი სასოწარკვეთილებაში ვარდება, ამიტომაც არის ამდენი დეპრესია, ნევროზი, ფსიქოზი და ა.შ.
საზოგადოებაში ამდენი ნეგატივი უქმადმყოფობის ცოდვისგან მომდინარეობს“, დასძენს მამა გიორგი.