სასულიერო პირების ნაწილი გიორგი მამალაძის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს და მსჯავრდებული დეკანოზის გათავისუფლებაში პრობლემას ვერ ხედავს.
მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ ქვეყანაში ისეთ ადამიანებს იწყალებენ, რომელზეც შემდეგ მთელი ქვეყანა დუღს და ამ ფონზე, მამალაძის გათავისუფლება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო.
მეუფე ამბობს, რომ თავად დეკანოზის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ჩემი სიჩუმის მიზეზი იყო ჩემი ძმის თხოვნა.
იმედგაცრუებული ვარ, რომ შეწყალებულთა შორის არ აღმოჩნდა მამა გიორგი - თორნიკე მამალაძე
„პატიმრის მოკითხვა არის ერთ-ერთი სათნოება სხვა სათნოებათა შორის. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს განვახორციელოთ. როგორც თვითონ ამბობს, მძიმეა მისი მდგომარეობა.
სადაც ხდება იმ ადამიანების შეწყალება, რომელზეც მერე მთელი ქვეყანა დუღს და თუხთუხებს, მგონი პრობლემა არ უნდა ყოფილიყო ამ ადამიანის შეწყალება“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
ეპისკოპოსს შევხვდი, დამემუქრა ჩემი მცირეწლოვანი შვილების მოკვლით – თორნიკე მამალაძე