LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა იოანეს “ფეისბუქი” გაუტეხეს და მრევლს ფული გამოსძალეს – თაღლითებმა ჯამში 65 ათას ლარზე მეტი მიითვისეს

863
BeFunky-collage (2)

თაბორის მამათა მონასტრის სასულიერო პირს, მამა იოანე ცუხიშვილს “ფეისბუქი” გაუტეხეს და მისი სახელით მრევლს დიდი რაოდენობის თანხა გამოსძალეს. მღვდლის “ფეისბუქიდან” შეტყობინება ერთდროულად რამდენიმე პირმა მიიღო.

მოქალაქეებმა პირადი საბანკო მონაცემები სოციალურ ქსელში გააგზავნეს.

ჯამში მღვდლის სახელით თაღლითებმა 65 ათას ლარზე მეტი მიითვისეს. ირკვევა, რომ თანხა ანგარიშებიდან ონლაინ კაზინოს ანგარიშზე გადაიტანეს.

“დაზარალებულია რამდენიმე ათეული ადამიანი. არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ, 1600, 900, 800, 500 ლარი გადარიცხულიც. ადვილად გატეხეს, მაგრამ დღემდე არ არის დაბლოკილი ჩემი გვერდი”, – აცხადებს მამა იოანე “ტვ პირველთან”.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.