უკრაინაში რუსმა ოკუპანტებმა იღუმენი პლატონი მოკლეს.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირი, მამა ნექტარიოს მჭედლიძე ავრცელებს.
“რამდენიმე წუთის წინ, რუსმა ოკუპანტებმა, ჩვენი უკრაინის ეკლესიის იღუმენი პლატონი მოკლეს მონასტერში,” – წერს მამა ნექტარიოს მჭედლიძე.