LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა პეტრე კოლხი ლევან ვასაძეს მოუწოდებს, „სამოსელი პირველის“ პროდუქციაზე და საკუთარ სკოლაში ფასები გაანახევროს

905
kolxivasadze

მამა პეტრე კოლხი პოლიტიკაში მოსვლის მოსურნე ლევან ვასაძეს სოციალური ქსელის საშუალებით კითხვას უსვამს. სასულიერო პირს აინტერესებს, არის თუ არა შესაძლებელი, რომ მან თანხები გაანახევროს „სამოსელი პირველის“ პროდუქციაზე და ასევე სკოლაზე, სადაც მხოლოდ პრივილეგირებულ ფენას აქვს სწავლის საშუალება.

„ლევან ვასაძეს კითხვა მინდა დავუსვა…

ყოველგვარი სარკაზმისა და ცინიზმის გარეშე…

ყველამ ვიცით, რომ ქართული ბრენდი ,,სამოსელი პირველის” მფლობელია. ძალიან მომწონს ქართული სამოსი და მისი ყოველი დეტალი, თუმცა არც საშუალო და მით უფრო დაბალ ფენას არასდროს ეღირსება მის მიერ წარმოებული ქართული ჩოხა…

კიითხვა: არის თუ არა შესაძლებელი, რომ თანხები გაანახევროს და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი იდენტობის მახასიათებელი შესამოსელი?!

რომ არაფერი ვთქვა მის მიერ დაფუძნებულ სკოლაზე, სადაც მხოლოდ მდიდრები სწავლობენ… ამით უფრო მეტად ხაზს უსვამს უთანასწორობას და შეძლებულების პრივილეგიას!…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები