LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა პეტრე კოლხი: „ურთულესი ბავშვობა გვქონდა… ლუკმას ვუყოფდით ერთმანეთს…“

68
petrekolxi

სასულიერო პირი მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში არქივიდან საოჯახო ფოტოს აქვეყნებს და თავისი რთული ბავშვობის შესახებ განცდებს მკითხველს უზიარებს.

„და-ძმობაზე მარადიული განცდა იშვიათად გააჩნია ადამიანს… ძლიერიც ხარ და გამარჯვებულიც, როცა ამ პლანეტაზე, თუნდაც სხვა ქვეყანაში შენი ღვიძლი, შენი ხორცის ნაწილი გეგულება…

ჩვენ, ისე როგორც ბევრს ჩვენს თაობაში, ურთულესი ბავშვობა გვქონდა… ლუკმას ვუყოფდით ერთმანეთს… დედა ხშირად გვეტყოდა, არაფრის შეგეშინდეთ, ერთმანეთი გყავთო… წლები მოგვემატა, თორემ ვერ მოვწყდით წალენჯიხიდან წამოყოლილ კადრებს… დღეს ისევ ერთმანეთს ვუყოფთ ლუკმას და გვახსოვს დედის დარიგება, რომ ერთმანეთი გვყავს…

ჩემი და რუსუდანი დღეს იუბილარია… შემაწუხებლად მზრუნველი, დაუჯერებლად ძლიერი სულისკვეთების პატრონი, თავად რომ გაუჭირდეს, სხვას მაინც გაუწვდის ხელს და წამოდგომაში დაეხმარება…

დიდხანს მყავდე ჭკუის დამრიგებლად ,,აუტანელო”…

დედაჩემივით მზრუნველი ხარ და

მეიმედები აწ და მარადის…

სხვა რომ ჩამიდგეს ნუგეშის კართან,

შენ უპირობოდ დამიფარავდი…

არ მეშინია ქარის და  სეტყვის,

შენთან ურაგანს შევეჭიდები.

დაუფიქრებლად ყოველთვის გეტყვი,

დედაჩემივით მუდამ მჭირდები!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები