LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა შალვა კეკელია: „ჩვენთან მოვიდა ეშმაკეული ადამიანი, რომელიც მხოლოდ ნაკურთხი წყლით გავაჩერეთ…“

1024
mamashalvakekelia2021

სოციალურ ქსელში და მედიაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია თბილისის ვაკის მაცხოვროს ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა შალვა კეკელიას ქადაგებამ, სადაც ის ადამიანიდან ეშმაკეულის განდევნაზე საუბრობს და ნაკურთხი წყლის ძალაზე საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს ნათლისღების ქადაგებიდან.

მამა შალვა კეკელია:

სადაც ეს წყალი მიესხურება, ყველა ადგილი განიწმინდება და გასუფთავდება. ეშმაკი თრთის და კანკალებს და ეშინია ამ საოცარი ძალის. ერთხელ ჩვენ გვქონდა შემთხვევა, ერთი ეშმაკეული ადამიანი იყო მოსული ჩვენთან. მე, მამა საბა და მამა იოანე ერთად ვიყავით ოთახში და ეს ეშმაკეული ადამიანი საშინლად იქცეოდა, ვერ ვიჭერდით ვერაფრით. ერთადერთი, რითაც გავაჩერეთ, ნაკურთხი წყალი იყო. მას ვასხამდით. სახეს იფარავდა, წყალს რომ ვასხამდით, იმდენად ეშინოდა… ძალიან დიდი ძალა აქვს ნაკურთხ წყალს, მაგრამ არა მაგიური, არამედ სულიერი ძალა. მადლი მაშინ მოდის, როდესაც შენ ეს ყველაფერი გესმის და შენი ცხოვრების წესიც შესაბამისია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები