LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა შალვა კეკელია: „ერთმა 100 000 დოლარი მომიტანა, მაგრამ არ გამოვართვი… არაფრით შეიძლება, მოპარულ ფულს ეკლესიას ახმარდე…“

258
shalvakekelia

მამა შალვა კეკელია ჟურნალ „სარკესთან“ ერთ შემთხვევას იხსენებს, როდესაც საკმაოდ დიდი რაოდენობით თანხა მიუტანეს, მაგრამ მან ფულის აღებაზე უარი თქვა. სასულიერო პირი აქტიურად გამოდის აზარტული თამაშების წინააღმდეგ.

მამა შალვა კეკელია:

„ერთი ადამიანი, რომელსაც ასეთი ონლაინსაიტი ჰქონდა, გრძნობდა, რომ ცუდ საქმეს აკეთებდა და ბავშვთა სახლებს ეხმარებოდა, მეგობრებისთვის ბინებს ყიდულობდა, რომ ვითომ სინდისი გაემართლებინა და ვითომ მართალი ყოფილიყო საკუთარ თავთან. ვიღაცისთვის კი ყიდულობდა ბინას, მაგრამ ეს იმის ფული იყო, ვინც სახლი გაყიდა, 5 შვილით ქუჩაში დარჩა და მერე თავი ჩამოიხრჩო.

ერთმა 100 000 დოლარი მოიგო და მე მომიტანა, მაგრამ არ გამოვართვი, როგორ ავიღებდი, როცა ვიცოდი, რასაც აკეთებდა და შეიძლება, ამ ფულის გამო ვიღაცამ თავი მოიკლა.

თქვენ რატომ მოგიტანათ?

შესაწირის გაღება უნდოდა ტაძრის მშენებლობისთვის.. ძალიან დიდი ცოდვაა და არაფრით შეიძლება, მოპარულ ფულს ეკლესიას ახმარდე. კი ვიპარავ, მაგრამ აგერ, ეკლესიას ვეხმარებიო, ასე იმართლებენ თავს და თითქოს ცოდვის ლეგალიზებას ცდილობენ, რაც ძალიან ცუდია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები