LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა შალვა კეკელიას ძმა გარდაეცვალა

151
შალვა კეკელიას ძმა

„ამა წლის 15 იანვარს გარდაიცვალა თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ შალვა კეკელიას ძმა, მონა ღვთისა ზურაბი“, – ამის შესახებ ინფორმაციას „საპატრიარქოს უწყებანი“ ავრცელებს.

„ზურაბ კეკელია ამჟამად გადასვენებულია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში, სადაც მისი სულის საოხად ყოველდღე აღევლინება პანაშვიდი. დაკრძალვა შედგება 21 იანვარს, 15:00 საათზე, ამავე სოფელში.

მწუხარებას გამოვთქვამთ მონა ღვთისა ზურაბის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ დეკანოზ შალვას და მათ ოჯახს. შევთხოვთ უფალს, წიაღსა შინა აბრაამისასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული ზურაბი“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g