თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში უფასო მაღაზია გაიხსნა. მამა შალვა კეკელიამ ტაძრის ეზოში პატარა მაღაზია ჩადგა, რომელსაც უკვე საკუთარი ფეისბუქ-გვერდიც აქვს – თბილისის უფასო მაღაზიაში ყველას შეუძლია, ყველანაირი ტიპის პროდუქტი, წამლები თუ სხვა სახის დახმარება მიიტანოს და ჩააბაროს.
ტაძრის სოციალური ქსელის ანგარიშზე შემდეგი სახის ინფორმაცია გავრცელდა:
„აქ ყველას შეუძლია მოსვლა, როგორც დახმარების გასაწევად, ისე მისაღებად. უფასო მაღაზია იმუშავებს 29 მაისის 11 საათიდან…“