„მამა შალვა კეკელიას ზნეობას უწუნებენ ის ადამიანები, ვინც მიხაილ როთს მუხლებზე უჩოქებენ და ტაშს უკრავენ“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი წერს.
იონათამიშვილის განცხადებით, „ეს არის ლიბერალურ ფაშიზმში გადასული ბოლშევიზმის სახე“:
ვიდეო: „ჩვენი ქვეყნის ერთგული ვარ, ვინაა რუსი? ვინც რუსეთის პოლიტიკას ემხრობა, ყველა წყეული იყოს“ – მამა შალვა კეკელია აქციის მონაწილეებს
პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტების საპროტესტო მსვლელობის პარალელურად ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან, მამა შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
„მამა შალვა კეკელიას ზნეობას უწუნებენ ის ადამიანები, ვინც მიხაილ როთს მუხლებზე უჩოქებენ და ტაშს უკრავენ… ერთი სიტყვით რომ შევაფასოთ, ეს არის ლიბერალურ ფაშიზმში გარდასახული ბოლშევიზმის სახე“ – წერს რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დეკანოზი შალვა კეკელია თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის მიერ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში აცხადებს, რომ ტაძარში რამდენიმე პირი მიუვარდა. სასულიერო პირი ამბობს, რომ აღნიშნულმა პირებმა მათ ეკლესიის და ქვეყნის მტრები უწოდეს.
მამა შალვა კეკელიას ზნეობას უწუნებენ ის ადამიანები, ვინც მიხაილ როთს მუხლებზე უჩოქებენ და ტაშს უკრავენ… ერთი სიტყვით რომ შევაფასოთ, ეს არის ლიბერალურ ფაშიზმში გარდასახული ბოლშევიზმის სახე.
Posted by Rati Ionatamishvili on პარასკევი, 13 დეკემბერი, 2024