LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამა, შვილი, ენერგეტიკა, გრძნობები, არც გვილაპარაკია ამაზე, თავისით ამოხეთქა“ – მამა–შვილი გველესიანები

151
mtvav

„რადიო დუეტს“  მამა-შვილი გვესელიანები სტუმრობდნენ, ყველასთვის კარგად ცნობილი მომღერალი, მსახიობი და სიმღერების ავტორი ანდრია  გველესიანი და ანსამბლ რუსთავის სოლისტი დათო გველესიანი. გადაცემის ფარგლებში მამა-შვილის პირველი სტუდიური ნამუშევრის პრემიერა გაიმართა.   

2019 წელი აქტიურად დაიწყო თქვენი ოჯახისთვის…

დათო:

დიახ, ძალიან აქტიურად დაიწყო, არაერთ საახალწლო ღონისძიებაში მივიღეთ მონაწილეობა და უფრო აქტიური თანამშრომლობა დავიწყეთ მე და ანდრიამ. იდეა ერთობლივად ჩამოყალიბდა.

ანდრია:

მამა, შვილი, ენერგეტიკა, გრძნობები, არც გვილაპარაკია ამაზე, თავისით ამოხეთქა. ამ დრომდე მხოლოდ სახლში, სუფრასთან ვმღეროდით ერთად, ამასობაში რამდენიმე კარგი სიმღერა დაგვიგროვდა და გადავწყვიტეთ ჩაწერა, სტუდიური ჩანაწერის სახე მივეცით, ”ყური უგდე საქართველოს” დღეს თქვენს ეთერში დაპრემიერდება.

რას გეგმავს თქვენი დუეტი მომავალში, ალბომზე ხომ არ ფიქრობთ?

ჯერ–ჯერობით რაღაც პროექტის სახე არ აქვს ამას, კონკრეტულად ალბომი დაგეგმილი არ გვაქვს, მაგრამ იმედი მაქვს არა მხოლოდ ჩემს მომავალ ალბომში, არამედ მამაჩემის ალბომშიც შევა რომელიმე ჩვენი დუეტი. კიდევ ერთ დუეტზე ვიწყებთ სტუდიურ მუშაობას, მომავალში არ გამოვრიცხავთ ერთობლივ ალბომზე მუშაობასაც.

ბატონო დათო, სოლო სიმღერაც უნდა შემოგვთავაზოთ  დღეს, რომელიც სწორედ ჩვენთან დაპრემიერდება, „ჭრელ კაბაში“ – მოგვიყევით ამ სიმღერაზე…

დათო:

ჩემი საავტორო სიმღერაა, თინათინ მღვდლიაშვილის ტექსტზე, ძალიან მომეწონა  ეს ლექსი და ვთხოვე არავის არ მისცეთქო, ზაზა ხუბუკელაშვილის სტუდიაში ჩაიწერა მისი არანჟირებაა.

მოგვიყევით თქვენს ერთობლივ სიმღერაზე…

ეს არის ცოცხალი შესრულება, მე და ანდრია გიტარებზე ვასრულებთ, დრამზე რევაზ ედგარიძე, კლავიში ლევან ჩხაიძე, ცოცხალი ჩანაწერია, რევაზ ედგარიძის სტუდიაში ჩაიწერა.

 

ანდრია და დათო გველესიანები – მე თბილისის მოტრფიალე ვარ. Live 

კომპოზიტორი: ნუნუ დუღაშვილი / ლექსი : ნიაზ დიასამიძე(უფროსი)

 

როგორია თქვენი ერთობლივი სამომავლო გეგმები?

ანდრია:

გარდა იმისა, რომ მამა ანსამბლ ”რუსთავის” სოლისტია სამისოლო კონცერტი აქვს გაკეთებული და რამდენიმე ალბომიც გამოშვებული. მე მივესალმები და ყველაზე მატად მიყვარს საავტორო მუსიკა და ვფიქრობ დასაფასებელია, როდესაც გამოცდილი მუსიკოსი ქმნის მუსიკას, გამოაქვს და ასმენინებს მსმენელს. მიხარია, რომ გადაწყვიტა და უკვე საავტორო სიმღერებით ხვდება მსმენელს.

დათო:

ვფიქრობ, რომ გამოცდილება უნდა დაგროვდეს იმისათვის რომ რაღაც ღირებული შექმნა,  ბევრს ვუსმენ კლასიკას, კონსერვატორია მაქვს დამთავრებული და დიდი მოთხოვნები მაქვს საკუთარი თავის მიმართ. ერთ მაგალითს გავიხსენებ, ჯანსუღ კახიძემ თქვა, რომ მე არ ვარ კომპოზიტორი, კომპოზიტორები არიან ბახი, ბეთჰოვენი, მოცარტი და ა.შ.

დღეს ორ სიმღერას დაწერენ და კომპოზიტორს უწოდებენ თავს, სიმღერების ავტორი ალბათ უფრო სწორი ტერმინია.

მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებ…

 

ანდრეა გველესიანი & დათო გველესიანი – ყური უგდე საქართველოს

 

დათო გველესიანი – ჭრელ კაბაში

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

დათო გველესიანი – გჩუქნი ვარდებს. Live 

კომპოზიტორი: დათო გველესიანი / ტექსტი: ნანა ცინცაძე

 

ანდრია და დათო გველესიანები. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები