LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა თავმასი: „ქართველ კაცს გოგონა რომ შეეძინება, იქიდან დარდობს, რომ გაიზრდება, ვის გადაეყრებაო… ჩემთან მოვიდა და მითხრა, ერთი ბიჭი მომწონსო, თითქოს გულში ხანჯალი ჩამარტყეს…“

137
838b3be0-ca4a-4e96-9238-594cbfd36e4b

ჯვრის მამის ტაძრის მღვდელმსახურმა, მამა თავმას ჩოხელმა, ცხოვრებაში ბევრი ტკივილი ნახა, ბევრი მწუხარება გამოიარა, მერე კი ყველა თავისი ემოცია ლექსებში ჩაატია. ფართო საზოგადოებამ ის „იავნანას“ ციკლით გაიცნო. მამა თავმასისთვის ლექსი არა მხოლოდ სიტყვაა, არამედ ლოცვაა სიყვარულზე, ტკივილზე, შვილებზე, სამშობლოზე, იმაზე, რაც ადამიანის გულს აჩნევია. მან თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან ამბებს „სარკეს“ უყვება:

მარიამიც წერს ლექსებს. მის ლექსებზე შეიქმნა 10 თუ 12 სიმღერა. მარიამი რომ დაიბადა და მამა გავხდი, თიანეთში ორი თვე მილოცავდნენ მამობას. როცა სამშობიაროში მარიამის ტირილის ხმა პირველად გავიგონე, ემოციები ვერ დავმალე, თითქოს სიზმარში ვიყავი… გაბრიელი, ჩემი სიბერის შვილი, მღერის. ძალიან კარგი სმენა აქვს…. გიორგი უფალთან არის…  ვაჟა ვერ ხედავს უფლისგან შექმნილ სამყაროს… ეს ჩვენი დიდი ტკივილია.

როცა მარიამმა გაგიმხილათ, რომ შეყვარებული იყო და ოჯახის შექმნას აპირებდა, როგორი რეაქცია გქონდათ?

ქართველ კაცს გოგონა რომ შეეძინება, იქიდან დარდობს, რომ გაიზრდება,  ვის გადაეყრებაო. მეც ასე  ვიყავი. 20 წლის რომ გახდა, ჩემთან მოვიდა და მითხრა, ერთი ბიჭი მომწონსო, იმ წუთში ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს გულში ხანჯალი ჩამარტყეს. გულში ერთმანეთს შეეჯახა დარდი და სიხარული. ჩემი სიძე ზემო ალვანიდანაა. კარგი ბიჭია…

როგორია თქვენი და თქვენი მეუღლის სიყვარულის ამბავი?

მე და ჩემი ცოლი თიანეთიდან ვართ. ჩემს უფროს მეგობართან სტუმრად მივედი, რომლის ნათესავიც იყო დალი. იქ გავიცანით ერთმანეთი… თვალებით მომეწონა, დიდი და ლამაზი თვალები ჰქონდა. ხშირად ვეუბნები, რომ არა შენი თვალები, დღესაც უცოლო ვიქნებოდი-მეთქი…

ინტერვიუ სრულად წაიკითხეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g