LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა თეიმურაზ ქორიძის უკანასკნელი ინტერვიუ, რომელიც მან გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე მისცა: „შიში არც ერთ წამს არ მიგრძნია… რომ დავფიქრდები, მეტირება კიდეც – რატომ შეიძლება, უყვარდე ამდენ ადამიანს…“

321
მამა თემიურაზი

მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 20 აგვისტოს, ახალგაზრდა სასულიერო პირი, მამა თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა. ის სამ ტაძარში მსახურობდა.

მისი გარდაცვალება მთელმა საქართველომ განიცადა.

ჟურნალმა „სარკემ“ 28 აგვისტოს ნომერში გამოაქვეყნა ბოლო ინტერვიუ მამა თეიმურაზთან, რომელიც მან გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე სწორედ ამ ჟურნალს მისცა.

გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ინტერვიუდან, რომლის სრულ ვერსიას ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში გაეცნობით. ინტერვიუში მამა თეიმურაზი ამბობდა, რომ ვირუსის შედეგად, მას ორმხრივი პნევმონია განუვითარდა და კლინიკაში აღმოჩნდა, მისი გადარჩენა კი სასწაული იყო:

„ჩემი გადარჩენა მართლა სასწაული იყო ღვთისა და ადამიანთა ლოცვის უდიდესი ძალით. სამედიცინო პერსონალიც კი გაკვირვებული იყო ამ ყველაფრით…

შიში არც ერთ წამს არ მიგრძნია… აპარატიდან მოხსნის შემდეგ გამიმძაფრდა მონატრება. მინდოდა, ყველას მიმართ გამომეხატა სიყვარული. მივხვდი, რომ ბევრ ადამიანს ვწყვეტდი გულს და ბევრს სიყვარულზე ცუდად ვუპასუხებდი ჩემი გარდაცვალებით და მინდოდა, ამენაზღაურებინა ეს ყველაფერი, სიყვარული გამეცა…

„ძალიან კარგი იქნება თუ მამა თეიმურაზის ოცნება ასრულდება და „მღვდლის ჩანაწერები“ წიგნად გამოვა, ყველა სიტყვა ძვირფასია, ყველა ჩანაწერი გულწრფელი“ – მამა თეიმურაზ ქორიძის მეგობრის ინიციატივა

როგორც მამა თეიმურაზ ქორიძის მეგობარი ალექსანდრე ჯინჭარაძე „ფორტუნასთან“ აღნიშნავს, ის წიგნის რედაქტირებაში მონაწილეობას სიამოვნებით მიიღებს.

მენატრებოდა მეუღლე, შვილები, მეგობრები, მამები, მრევლი, სხვა უამრავი ადამიანი. იმხელა სიყვარული დავინახე ამ პერიოდში, რომ დავფიქრდები, მეტირება კიდეც – რატომ შეიძლება, უყვარდე ამდენ ადამიანს. ერთადერთი, რასაც ახლა ვფიქრობ, ის არის, რომ იქნებ შევძლო და ვალი დავუბრუნო თითოეულ მათგანს…

ცხოვრებაში რასაც აკეთებ, იმით უნდა იყო ბედნიერი, ის უნდა განიჭებდეს სიხარულს. იმაზე დიდი სიხარული ჩემთვის არაფერია, ვიდრე მაცხოვართან, უფალთან შეხვედრა და იმის მცდელობა, რომ ეს სიხარული სხვასაც განვაცდევინო. ჩემი ნატვრა, როგორც სასულიერო პირისა, იყო ის, რომ რაიონის, სოფლის მოძღვარი ვყოფილიყავი და ეს სურვილი ამისრულა ღმერთმა…“

კახა მიქიაშვილი: „როგორ მოახერხა ამ ახალგაზრდა ადამიანმა, ამხელა სიყვარულის დატოვება…სამაგალითო მღვდელი და მეგობარი, ცხოვრობდა ისე, რასაც ქადაგებდა და ქადაგებდა ისე, როგორც ცხოვრობდა!“

„ვისაც ერთხელ მაინც მოუსმენია მღვდელ თეიმურაზ ქორიძისთვის, არასოდეს დაივიწყებს მას – სიყვარულის დიდი ნიჭით დაჯილდოებულ, მართლაც გამორჩეულ მოძღვარს, თავმდაბალ და ღირსეულ პიროვნებას, მრავალთა იმედს“ – პატრიარქის სამძიმრის წერილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები