დოდონა ნამორაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს სინანულზე, რომელიც ენების ცოდნას უკავშირდება:
„ერთადერთი, რასაც ვნანობ, ისაა, რომ ფილიპინებზე ცხოვრებისას მოცემული შანსი არ გამოვიყენე. ორენოვანი ვარ, ინგლისურად ისე ვსაუბრობ, როგორც ქართულად. იქ ექვსწლიანი ცხოვრებისას, ურთიერთობა მქონდა სტუდენტებთან 66 სხვადასხვა ქვეყნიდან. შემეძლო, კიდევ ორი ენა მაინც მესწავლა, მით უმეტეს, ენების სწავლაში საკმაოდ ნიჭიერი ვარ. სამწუხაროდ, დამეზარა, მაშინ, როცა მამაჩემმა 8 ენა იცის და ეს ჩვენი ოჯახური ნიჭია…“
