„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია მორიგ განმარტებას აკეთებს “იმედის” ეთერში გაჟღერებულ ბრალდებაზე, რომლის მიხედვით, ოპოზიციონერ დეპუტატს რუსეთიდან პერიოდულად ერიცხება მილიონობით რუსული რუბლი.
“დღეს მთელი დღე “იმედი” ცდილობს, მამაჩემის და ჩემი ოჯახის კრემლისტურ ძალად წარმოჩენას. ეს ადრეც უცდიათ, როდესაც იტყუებოდნენ, რომ გავრილოვის მოწაფე ვიყავი, როდესაც, როგორც სამხელ მასალას ამბობდნენ, რომ მე რუსეთში ვსწავლობდი, რაც ღიად facebook-ზე მიწერია. მათ თითზე დაიხვიეს სიმონ ვირსალაძე, რომელიც იყო მსოფლიო მასშტაბის თეატრალური მხატვარი, რომლის მემკვიდრეა მამაჩემი და რომლის სპექტაკლები იდგმება მსოფლიო მასშტაბით, მისი ჰონორარები, რომელსაც მამაჩემი იღებს მთელი მსოფლიოდან. მამაჩემმა გადაწყვიტა, რომ რუსეთის საავტორო ორგანიზაციასთან გაეწყვიტა აბსოლუტურად ურთიერთობები. არანაირ რუსულ ფულზე ლაპარაკი არ არის, სადაც სპექტაკლები იდგმება იქიდან, როგორც მემკვიდრეს ფინანსური რესურსინ ეკუთვნის და არანაირი რუსული ფული ეს არ არის” – განმარტავს ელენე ხოშტარია “ფორმულას” ეთერში.