“სხეულით ჯერ კიდევ აფხაზეთის დროინდელ ტყვიებს ატარებს და უკრაინაში ცხელი ჭურვების წვიმაში წავიდა,” – ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი თამთა შიოშვილი მამაზე, გია შიოშვილზე წერს.
როგორც შიოშვილი აღნიშნავს, ოჯახმა მამის ომში წასვლის შესახებ მხოლოდ წასვლის დღეს გაიგო.
“როდესაც ჩვენი თანამემამულეების მცირე თუმცა მაინც მნიშვნელოვანი ნაწილი ამბობდა
-“აბა ომი გინდათო?” მამაჩემმა უბრალოდ ჩაიცვა ფორმა და წავიდა…
წავიდა ისე რომ მხოლოდ წასვლის დღეს გავიგეთ მისი გადაწყვეტილების შესახებ, სხეულით ჯერ კიდევ აფხაზეთის დროინდელ ტყვიებს ატარებს და უკრაინაში ცხელი ჭურვების წვიმაში წავიდა.
ასეთი კაცის შვილი ვარ და დღეს ამაყი ვარ როგორც არასდროს!!!
ვერანაირი პოლიტიკა და ვერანაირი ტყვია ვერ წამართმევს იმ თავისუფლებას, რომელიც ბავშვობიდან შთამაგონეს და რომელიც მუდმივად ჩემშია!!!” – წერს თამთა შიოშვილი.