ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა დიდი უელსური გული გამოსახა ბელგიასთან მოგების (3:1) შემდეგ.
ოპერატორმაც შესანიშნავად იმუშავა.
ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალში გასვლის შემდეგ უელსის ნაკრების წევრებმა მოედანზე გულის ფორმის ფიგურა გამოსახეს. შუაში კი ოპრატორი მოექცა.
შეგახსენებთ, უელსის ნაკრები დიდებულად და გულიანი შემართებით თამაშობს ევრო 2016-ზე და სენსაციურად აღმოჩნდა ოთხ საუკეთესო გუნდს შორის. ახლა ბრიტანელებს ფინალში გასასვლელად პორტუგალიის წინააღმდეგობა ელით.