LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცები ირჩევენ ქერებს – ექსპერიმენტი ტინდერზე

724
567

გრძელი თუ მოკლე, სწორი თუ ხვეული, ქერა თუ მუქი ფერის, იქნებ ჭაღარა? – უამრავი ვარიაცია არსებობს, როგორც მამაკაცების, ისე ქალების შემთხვევაში.

ყოველთვის სადაო თემაა, ის თუ რომელი ფერის თმა ჯობს, რა ფერის თმა იზიდავთ უფრო მამაკაცებს.

ამის დასადგენად ცნობილმა გამოცემამ The Sun-მა მცირე კვლევა ჩაატარა.

ტინდერი ონლაინ გაცნობის აპლიკაციაა, რომელსაც დღესდღეობით მსგავსი ტიპის აპლიკაციებს შორის ყველაზე ხშირად იყენებენ.

ტინდერის გამოყენების წესი მარტივია – მომხმარებელმა უნდა შექმნას პროფილი, სადაც ის საკუთარ მონაცემებს მიუთითებს. ამის შემდეგ, ალგორითმი მომხმარებელს სთავაზობს მისი მსგავსი ინტერესებისა და ლოკაციის ადამიანს. მას შემდეგ, რაც ორივე მომხმარებელი ერთმანეთს “მოიწონებს”, მათ შეუძლიათ რომ ერთმანეთს მიწერონ და მათი სურვილის შესაბამისად შეხვდნენ

მაგალითად, თუ გაინტერესებთ, როგორი სტილის ადამიანები მოგწონთ ფიზიკურად ტინდერს უნდა მიმართოთ, საინტერესოა, თქვენ რა სტილის ადამიანებიც მოგწონს, მათ მოეწონებით თუ არა.

მამაკაცები ირჩევენ ქერას ! – ეს გამოცემა the sun-ის კვლევით დადგინდა.

გოგონა სახელად, ალისა კვლევის მთავარი სუბიექტი იყო. მან სხვადასხვა ფერის თმა მოირგო და აკვირდებოდა, რამდენი გამოხმაურება ექნებოდა ტინდერზე მამაკაცების მხრიდან.

ექსპერიმენტის პირველ დღეს მან გადაწყვიტა თმა წითლად ჰქონოდა, მამაკაცებს ის მოეწონათ, გოგონას მთლიანობაში 14 მამაკაცი გამოეხმაურა.

ექსპერიმენტის მეორე დღეს, როცა მან ლურჯი თმის ფერი მოირგო და 16 მამაკაცი გამოეხმაურა.

ექსპერიმენტის მესამე დღეს ის ქერა გახდა, მესიჯების რაოდენობამ 27-მდე მოიმატა და მამაკაცებიც უფრო მეტად აკომენტარებდნენ მის ფოტოზე, ვიდრე წინა ორ შემთხვევაში.

ექსპერიმენტის მეოთხე დღეს გოგონამ გადაწყვიტა შავი ფერის თმა ჰქონოდა, მესიჯების რაოდენომამ ამ შემთხვევაში 14-ს მიაღწია.

საინტერესოა, რატომ ანიჭებენ მამაკაცები უპირატესობას ქერა ქალბატონებს.

ესტროგენი – ქალური ჰორმონი, რომელიც ქალში კმაყოფილებისა და კეთილგანწყობის განცდას იწვევს. შესაბამისად ქალის ქცევაზე, ძირითადი პასუხისმგებელი სწორედ ეს არის.

ჰორმონი დამამშვიდებელ ფუნქციას ასრულებს, ამიტომ ხშირად აგრესიულ მამაკაცებს ურჩევენ, რომლებსაც სიბრაზის დაძლევაში ეხმარება. ესტროგენი მეხსირებას აუმჯობესებს. ამიტომ ქალების უმრავლესობას, მენსტრუალური ციკლის შემდგომ, როცა სისხლში ესტროგენის დონე ეცემა, მეხსიერების გაუარესება აწუხებთ.

ღია ფერის თმა სისხლში ესტროგენის მაღალი შემცველობის დასტურია, სწორედ ამიტომ უყვართ მამაკაცებს ქერა ქალები. ესტროგენის მაღალი დონე ასევე დაკავშირებულია ნაყოფიერებასთან, ამით აიხსნება ცნობილი ფრაზა “ქერა ქალივით სულელი”.

სულელ ქერა ქალებს არ აქვთ მათემატიკური ლოგიკა, სანაცვლოდ ნაყოფირებით გამოირჩევიან.

როდესაც ქერა ქალს პირველი შვილი შეეძინება, თმა უმუქდება, რამდენადაც სისხლში ესტროგენის დონე იკლებს. თმა კიდევ უფრო მუქდება, მეორე ბავშვის გაჩენის შემდეგ.

30 წლის შემდეგ კი ბუნებრივ ქერას იშვიათად იპოვით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g