თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს და შარტავას ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლთან ავტომობილიდან გადმოაგდეს.
მამაკაცს რამდენიმე ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაუდასტურებელი ცნობით, ის ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრეს.
უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, ფაქტზე საქმე აღძრულია სსკ-ის 117-ე, 143-ე და 236-ე მუხლებითაა დაწყებული. ამ ეტაპზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.