ქარელში, სოფელ სამწვერისში, მდინარე მტკვრიდან მაშველებმა მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
30 წლის მამაკაცი გუშინ მტკვარზე თევზაობის დროს წყლის დინებამ გაიტაცა და დაიხრჩო.
1988 წელს დაბადებულ მამაკაცის ცხედარის სამძებრო სამუშაოებს მაშველები და მყვინთავები 2 დღის განმავლობაში აწარმოებდნენ.