LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცმა ავტომობილის სანომრე ნიშანი 158 ათას დოლარად იყიდა

53

შვეიცარიელმა მამაკაცმა ავტომობილის სანომრე ნიშანი 158 ათას დოლარად იყიდა. ნომერი VS 1 აუქციონზე იყო გამოტანილი და მის მოსაპოვებლად რამდენიმე ავტომოყვარული იბრძოდა.როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნიშანში ამხელა თანხის გადახდა ნამდვილად რეკორდულია.

რაც შეეხება ნომერს, სიმბოლოები VS შვეიცარიის რეგიონს – Valais აღნიშნავს, ხოლო ციფრი პირველი კი გახდა მიზეზი – რის გამოც ნომერი უნიკალურად ითვლება და მისი მოპოვება ძალიან ბევრ ადამიანს სურდა.

აღსანიშნავია, რომ სანომრე ნიშანში გადახდილი ყველაზე მაღალი საფასურის წინა რეკორდიც შვეიცარიის წარმომადგენელს ეკუთვნოდა. მან ნომერი SG 1 – 133 ათას დოლარად იყიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები