LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცმა ფესტივალის ერთ დღეს 121 ტელეფონი მოიპარა

120
skynews-phones-stolen-italy_6661687

მამაკაცმა ფოლგაში დამალვით სცადა 121 ტელეფონის იტალიაში შეტანა და საბაჟოზე გამოიჭირეს. ამის შესახებ Sky News წერს.

უცნობს შვეიცარიიდან მილანში მატარებლით გამგზავრება სურდა, როცა ბარგის შემოწმებაზე გააჩერეს. მის ჩემოდანში მებაჟეებმა ფოლგაში გახვეული სმარტფონები იპოვეს. მათ შორის იყო 71 iPhone, 29 Samsung, ასევე 21 სხვა ბრენდის ტელეფონი.

პოლიციამ დაადგინა, რომ ყველა ტელეფონი 10 აგვისტოს ციურიხში მუსიკალური ფესტივალის დროს მოიპარეს. ეჭვმიტანილი, რუმინეთის 40 წლის მოქალაქე ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ მას სმარტფონები ჩამოართვა და მფლობელების ძებნა დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები