უკრაინელმა ბლოგერმა, ტარას მაქსიმსიუკმა თავისი iPhone 7 Plus მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცათამბჯენიდან, დუბაიში მდებარე ბურჯ-ხალიფას 148-ე სართულიდან გადმოაგდო. შესაბამისი ვიდეო YouTube-ზე გამოქვეყნდა.
მოგვიანებით მამაკაცმა გადაწყვიტა, თავისი გაჯეტი Find my iPhone-ის ფუნქციით მოეძებნა. მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ბლოგერის აზრით, დაცემის შედეგად სმარტფონი სრულიად უფუნქციო გახდა და სწორედ ამიტომ ვერ მოიძებნა.