LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცმა მდიდრული სპორტქარი ყიდვიდან მეორე დღეს დაამტვრია

71

ამერიკელმა მამაკაცმა მდიდრული სპორტქარი იყიდა და მეორე დღესვე დაამტვრია. შემთხვევა ვირჯინიას შტატში მოხდა და განადგურებული McLaren 720S-ის ღირებულება 300 ათასი დოლარი იყო.

მძღოლმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება ავტომობილის გამოცდა გადაწყვიტა, მაქსიმალური სიჩქარე აკრიფა, რის შემდეგაც საჭე ვერ შეინარჩუნა და ხეს შეასკდა. მძღოლი მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, რაც შეეხება ავტომობილს მისი აღდგენა შეუძლებელია და ჯართში თუ ჩაიბარებენ.

საინტერესოა, რომ McLaren 720S-ს 100 კმ-ს განვითარება სულ რაღაც 2,9 წამში შეუძლია და მისი მაქსიმალური სიჩქარე 341 კმ/სთ-ია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები