LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცმა, რომელსაც ავტობუსი დაეჯახა, წამოდგა და გაიქცა (ვიდეო)

28

ბრიტანელმა მამაკაცმა, რომელსაც ავტობუსი დაეჯახა, არაფერი შეიმჩნია, ადგა და პაბში შევიდა. შემთხვევა ქალაქ რედინგში მოხდა და ის ქუჩაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ გადაიღო.

კადრებში კარგად ჩანს, რომ დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, ფეხით მოსიარულე რამდენიმე მეტრით გადააგდო, თუმცა მუხედავად ამისა, ის ჩვეულებრივად ადგა და დასალევად გაემართა. ფაქტს სატრასპორტო კომპანია უკვე იძიებს, რადგან როგორც ჩანს, ავტობუსი გადამეტებული სიჩქარით მოძრაობდა. რაც შეეხება დაზარალებულს, ის საბედნიეროდ, მხოლოდ მსუბუქი დაზიანებებით გადარჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები