LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცს მუხეუჭებმა უმტყუვნა და დასახმარებლად პოლიციაში დარეკა

28

ამერიკელ მამაკაცს მუხეუჭებმა უმტყუვნა და დასახმარებლად პოლიციაში დარეკა. ფლორიდელმა ჯოზეფ კუპერმა დაზიანებული BMW X5-ით 70 კმ. გაიარა და სამართალდამცავებმა მისი გაჩერება მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს.

გამოცემა “Miami Herald”-ის ინფორმაციით, 28 წლის ავტომოყვარული მთავარ მაგისტრალზე 150 კმ/სთ-ით გადაადგილდებოდა და პედალმაც სწორედ მაშინ უმტყუვნა. კუპერი მიხვდა რომ ავტომობილს დამოუკიდებლად ვერ გააჩერებდა, ამიტომ მაშინვე 911-ში დარეკა და დახმარება ითხოვა. პოლიციას BMW-ს გასაჩერებლად რამდენიმე ცდა დასჭირდა და საბოლოოდ ყველაფერი წარმატებით დასრულდა.

საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები