LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცები ზუსტად იმ ქალებს ღალატობენ, როგორებიც ჩვენ ვიყავით წლების წინ, მშვიდი, მეოჯახე, მზრუნველი – ნეკა დოროყაშვილი

339
ნეკა-დოროყაშვილი

ინფლუენსერი ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელში გამომწერების კითხვებს პასუხობს:

ერთ-ერთი გამომწერი ,,ინსტაგრამზე” ნეკა დოროყაშვილს ეკითხება:

მოძალადე, ფსიქოპათი, ნარცისი მამაკაცის მსხვერპლ ქალებს რას ურჩევდი?

ინფლუენსერი პასუხობს: 

სასწრაფოდ უნდა წახვიდეთ მისგან, სწორედ ნარცისი კაცები ხდებიან ქალზე მოძალადეები, მთელი ცხოვრება თავში რომ უბრაგუნებდნენ და ,,ჩმორები” იყვნენ. საყვარელი ქალის ჩაგვრით ახდენს საკუთარი ძალების დემონსტრირებას.

თუ კაცი პარალელურად სხვას წერს, რა უნდა გავაკეთო, რომ გამოვაფხიზლო? 

იყავი თავდაჯერებული და ამაყი! კაცების 90 პროცენტი ვერ იგებს, რატომ მოსწონთ სხვისი ქალი და აღარ მოსწონთ თავისი. ჩააგდე ნოკაუტში, წადი მისგან ძალიან მშვიდად და ის აუცილებლად მობობღდება ისევ, უბრალოდ შენ შეიძლება აღარ მიიღო.

კაცები ზუსტად იმ ქალებს ღალატობენ, როგორებიც ჩვენ ვიყავით წლების წინ, მშვიდი, მეოჯახე, მზრუნველი.

გახდი ის ქალი, რომელზედაც ყველა კაცი იოცნებებდა, ასეთი ქალებისგან კაცები არ მიდიან. ჭკვიანი ქალი თვითონ წყვეტს, როდის დაასრულოს. გახსოვდეს, მსგავს სიტუაციაში ისე უნდა დაშორდე, რომ მთელი ცხოვრება ახსოვდეს. მამაკაცმა ყოველთვის უნდა იცოდეს, რომ მზად ხარ, ნებისმიერ დროს დატოვო მოლაპარაკების მაგიდა და გაფრინდე ახალ ქვეყანაში.

რა არის კაცში ყველაზე სექსუალური?

„ოო, ეს ძალიან რთული კითხვაა. ინტელექტი, წვერი, თითები, ხმის ტემბრი, ქარიზმატულობა.. ვერ ვიტან ნარცის კაცებს“.  – პასუხობს ნეკა

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g