კეიტ უინსლეტი ყოველთვის უჩვეულო ვიზუალით ცხადდება ამა თუ იმ ღონისძიებებზე. მოდის კრიტიკოსები ერთხმად აღიარებენ, რომ მსახიობს საკმაოდ დახვეწილი გემოვნება აქვს.
ამ დღეებში უინსლეტმა მონაწილეობა მიიღო ჟურნალ L’Uomo Vogue-ის ფოტოსესიაში, სადაც სრულიად სხვა სტილი მოირგო. უინსლეტმა მოირგო შარვალი, პერანგი, პიჯაკი, თმა გადაივარცხნა უკან და სიგარეტი დაიჭირა. სტილისებმა კი თითქმის მთლიანად უარი თქვეს კოსმეტიკაზე და ხაზი მსახიობის ბუნებრივ სილამაზეს გაუსვეს.