LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამამ ესროლა მეან მამაკაცს, რომელმაც მისი ცოლი შიშველი ნახა

87

საუდის არაბეთში პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც მეანი მუჰანად ალ-ზაბნი დაჭრა. „დეილი მეილის“ ცნობით, მამაკაცი განრისხებული იყო, რომ მეანმა მისი ცოლი ამშობიარა და შესაბამისად, იგი შიშველი ნახა.

მამაკაცი მოითხოვდა, რომ მისი ცოლი მეან ქალს ემშობიარებინა და პერსონალს ვერ აპატია, რომ მშობიარობის დროს ბლოკში მეანი მამაკაცი შეუშვეს.

ბავშვი აპრილში დაიბადა, დედაქალაქ რიადში. ცოტა ხნის წინ ბავშვის მამა სამშობიაროში მივიდა და ექიმთან შეხვედრა მოითხოვა, რათა უპრობლემო მშობიარობისთვის მადლობა გადაეხადა. კლინიკის ეზოში მასთან სასაუბროდ ალ-ზაბნი გამოვიდა, ახალშობილის მამამ კი მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

თავდასხმის შემდეგ, მამა მიიმალა, თუმცა მოგვიანებით პოლიციამ მისი დაკავება მოახერხა.

ექიმი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g