LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამამ, მეუღლემ და შვილმა ჩამოსვლა ვერ მოახერხეს, ალყაში არიან მოქცეულები“ – უკრაინაში დაღუპული გიორგი გრიგოლია აბაშაში სამხედრო პატივით დაკრძალეს

116
BeFunky-collage (1)

უკრაინაში დაღუპული 41 წლის მებრძოლი გიორგი გრიგოლია დღეს, აბაშაში, საგვარეულო სასაფლაოზე, დედის გვერდით სამხედრო პატივით დაკრძალეს.

მებრძოლის ცხედარი აბაშის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული, სადაც მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.

ადგილზე იმყოფებოდა უკრაინის სამხედრო ატაშე საქართველოში, სერგეი კრავჩუკი.

“თითოეული უკრაინელი მადლობელია ქართველი ერის, რადგან ისინი უკრაინელების მხარდამხარ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას იცავენ. ეს ძმური თანადგომაა, რაც მტრის აგრესიის შეჩერებაში გვეხმარება”, – თქვა კრავჩუკმა.

მებრძოლის დაკრძალვას ვერ დაესწრო ოჯახი. გრიგოლიას მამა ამ დრომდე მიკოლაევის ოლქში რუსი სამხედროების ალყაშია. საქართველოში ჩამოსვლა ვერ მოახერხეს მისმა მეუღლემ და მცირეწლოვანმა შვილმაც.

დაღუპულის ნათესავების ცნობით, გიორგი გრიგოლია უკრაინაში, ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა.

ომის დაწყების დღიდან, უკრაინაში 15 ქართველი დაიღუპა, მათგან ხუთი უკრაინის მოქალაქე იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g