მკვლელობა გურჯაანის რაიონში – სოფელ ჩუმლაყში მამამ შვილი მოკლა.
40 წლის მამაკაცს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.
შვილის მკვლელობისთვის 69 წლის მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა.
დანაშაული 7 დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.