დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა, – ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„მამაო, ნუთუ დროებით გაგვახარე შენი გამოჯანმრთელებით?! მშვიდობით, ჩვენო გულიანო და სიყვარულის მოძღვარო…
გარდაიცვალა, მამა თეიმურაზ ქორიძე.უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, საცა მართალნი განისვენებენ!“, – წერს ნათია სვანიძე-ხარზიანი.
სამძიმრის წერილს აქვეყნებს მამა პეტრე კოლხიც.
„ვწუხვარ, მამა თეიმურაზი გარდაიცვალა, კარგი ადამიანი, კეთილი, ღვთის და სამშობლოს უანგაროდ მოყვარული…
მოიხსენიეთ ლოცვებში!..“.