საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას, საფეხბურთო კლუბი „ვალენსია“ ულოცავს და მეკარე გიორგი მამარდაშვილის ფოტოს გვიზიარებს.
„მამარდაშვილი ეროვნული გმირი“, – წერს საფეხბურთო კლუბი „ვალენსია“.
კლუბ „ვალენსიას“ ვებგვერდი კი სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილი მიმართვას ავრცელებს, რომელიც გულშემატკივარს საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვების ემოციებს უზიარებს.
„მოგესალმებით გულშემატკივრებო, ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ნაკრები „ევრო 2024“-ზე ითამაშებს. მინდა, ეს მიღწევა ყველა თქვენგანს გაგიზიაროთ. შევხდებით შაბათს „მესტალიაზე“, მალიორკასთან მატჩზე“, – აცხადებს გიორგი მამარდაშვილი.