მსახიობი როლანდ ოქროპირიძე რამდენიმე თვის წინ მაყურებელმა ახალ ამპლუაში იხილა – ის ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი გახდა.
ტელეეკრანზე აქტიურად გამოჩენის შემდეგ, მსახიობი კიდევ უფრო მეტად პოპულარული გახდა სოციალურ ქსელებშიც.
ცოტა ხნის წინ, მან გამომწერებს ქალიშვილებთან ერთად გადაღებული თბილი ფოტოები გაუზიარა წარწერით: „მამას პრინცესები, ნესტანი და თინათინი“.
ფოტოებს სოციალურ ქსელში უამრავი მოწონება აქვს.
მამას პრინცესები 🪄🪄 ნესტანი და თინათინი 👭🤍
Posted by Roland Okropiridze on ორშაბათი, 12 მაისი, 2025